ნეიმარისთვის ბრძოლაში "იუნაიტედიც" ჩაერთო » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ნეიმარისთვის ბრძოლაში "იუნაიტედიც" ჩაერთო

10-06-2018, 16:16

მადრიდის "რეალს" რომ დიდი ხანია ნეიმარის შეძენა უნდა, ეს ამბავი არახალია. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი "სამეფო კლუბს" კონკურენტი გამოუჩნდა.

ბრიტანული გამოცემა THE SUN-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მანჩესტერ "იუნაიტედიც" ჩაერთო.

როგორც ინგლისური წყარო იუწყება "წითელმა ეშმაკებმა" ფრანგულ გუნდს 200 მილიონიანი შემოთავაზება უკვე გაუკეთეს. გარდა ამისა, ინგლისელები ბონუსების გადახდაზეც არიან თანახმა.

თავად ნეიმარს კი "იუნაიტედი" 4-წლიან კონტრაქტსა და კვირაში 575'000 ფუნტს სთავაზობს. თუმცა თუ "პსჟს" პრეზიდენტს დავუჯერებთ, გუნდი მის გაშვებას არ აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით