"ბარსელონამ" დე ლიხტის ტრანსფერი დაგეგმა

10-06-2018, 23:43

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონა" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურობას აპირებს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" რადარზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა. ამჯერად კატალონიელებმა თვალი ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველს, ფრენკ დე იონგს დაადგეს.

წყაროს ცნობით, "ბარსა" 21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი ასევე აქტიურად არის დაინტერესებული ანტუან გრიზმანის შეძენითაც და დიდი ალბათობით, ხსენებულ ორ ფეხბურთელს უახლოეს მომავალში გაიფორმებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით