"რეალი" სავიჩის სანაცვლოდ 150 მილიონს იხდის » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"რეალი" სავიჩის სანაცვლოდ 150 მილიონს იხდის

10-06-2018, 23:48

დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალი" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს პირად რეკორდს დაამყარებს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" აქტიურად არის დაინტერესებული რომის "ლაციოს" სერბი ნახევარმცველის, მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენით და მის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები, 150 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის შეძენა "თეთრების" გარდა ასევე რამდენიმე ბრიტანულ გრანდსაც სურს.

შეგახსენებთ, რომ თავად სავიჩის განცხადებით იგი თავის მომავალს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდგომ გადაწყვეტს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით