ბრაზილიის ნაკრები "ქართულ სტადიონზე" ივარჯიშებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ბრაზილიის ნაკრები "ქართულ სტადიონზე" ივარჯიშებს

11-06-2018, 10:00

ბრაზილიური მედია "სელესაოს" ბაზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელები, რუსეთში, ჩაფრიდნენ და ქ. სოჭში დაბანაკდნენ საიდანაც ლეგენდარული სლავა მეტრეველი იყო. 

“ბრაზილია სოჭში ივარჯიშებს პელეს მეგობრის, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე. ლეგენდები ერთმანეთს იცნობდნენ, 1965 წელს მოსკოვში ბრაზილიამ 3:0 სძლია სსრკ-ს, მატჩის შემდეგ კი მეტრეველმა და სხვა ქართველმა ფეხბურთელებმა ფოტოც გადაიღეს ედსონ არანტეს დო ნასიმენტოსთან“ - წერს გამოცემა Terra. 

შეგახსენებთ, რომ მეტრეველი სოჭში დაიბადა და საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 3 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ, დიდი ალბათობით, საქართველოში იგეგმება ძეგლის გახსნა - სკულპტურულად ასახვა იმ ფოტოგრაფიისა, რომელშიც პელე ქართველებთან ერთად არის.      



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით