მესი, ვალვერდე და მომავალი » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მესი, ვალვერდე და მომავალი

11-06-2018, 11:01

ლიონელ მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Mundo Deportivo-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ესპანურ ჟურნალთან საუბარში განაცხადა, ის კმაყოფილი და ამაყია "ბარსელონას" მიერ ჩატარებული სეზონით.

"მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, არ უნდა დაგვავიწყდეს ორი მნიშვნელოვანი ტიტული,რომელიც მოვიპოვეთ. "ბარსამ" სეზონი შესანიშნავად დაასრულა. ჩვენ მხოლოდ სამ შეხვედრაში დავმარცხდით. ვალვერდესთან ერთად თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

ის კარგი და გულწრფელი ადამიანია. ყველა მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და მადლიერი ვარ იმით, რაც მათგან შევისწავლე. 
„ბლაუგრანას" ფილოსოფია, ყველა სხვა კლუბისგან სრულიად განსხვავდება.

რთულია ჩვენს კლუბში ადაპტაციის გავლა,თუმცა, თუ საკუთარ თავში დარწმუნებულ ხარ, ეს მარტივია. ჩემი გოლის აღნიშვნა ყოველთვის სპონტანურია. არ ვაქცევ გოლის სილამაზეს ყურადღებას, მთავარი გოლის მნიშვნელობაა. კარიერაში საუკეთესო გოლი? ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გატანილი თავური. 

არ ვიცი როდის დავასრულებ საფეხბურთო კარიერას, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ჩემს თავს მწვრთნელის რანგში ვერ ვხედავ, თუმცა, არ ვიცი რა მოხდება მომავალში.

ჩემი შვილები აქ დაიბადნენ და აქ იზრდებიან. რა თქმა უნდა, მათ არგენტინული ფესვები აქვთ, თუმცა, ისინი კატალონიის მოქალაქეები არიან. 
ბარსელონამ ყველაფერი მომცა, როგორც კლუბმა, ასევე ქალაქმა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვცხოვრობ "ბარსელონაში" და ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. მე მიყვარს ეს ქალაქი და აქ ცხოვრება, – განაცხადა მესიმ. 

შეგახსენებთ, რომ მესი კატალონიის "ბარსელონას" აღზდილია და მისი სურვილი სამშობლოში დაბრუნება და ადგილობრივ კლუბში თამაში სურს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით