კვირკველია "ლესტერში"?

11-06-2018, 12:32

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი, საბა კვირკველია, შესაძლოა, საფეხბურთო კლუბ "ლესტერ სიტიში" გადავიდეს. წყაროს ცნობით, „მელიების“ ხელმძღვანელები „რკინიგზელთა“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჩვენებურის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო შესთავაზეს. 

როგორც ირკვევა, "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს, „ჯვაროსანთა“ ხუთიანის გაშვება არ სურს, რადგან მომავალ სეზონში რუსეთის ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

“რამდენადაც ვიცი ზამთარში “ლესტერის” ინტერესი რეალური იყო. მე მქონდა კონტაქტი ეიპლტონთან (“ლესტერის” მწვრთნელის ასისტენტი – რედ). ინგლისელთა 4 ცენტრალური მცველიდან სამი, 30 წელსაა გადაცილებული, მათი საუკეთესო პერიოდი წარსულში დარჩა და ამიტომ, კვირკველიასადმი ინტერესი საკმაოდ რეალურია", - განცხადა  “პორტსმუთის” ყოფილმა დირექტორმა რომან დუბოვმა
 
აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა გასულ კვირას გამოცდილი მცველი, ჯონი ევანსი, დაიმატეს, რომელიც თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, გასულ სეზონსი 26 წლის კვირკველიამ 43 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით