ბეილი ახალ მწვრთნელს ელოდება

11-06-2018, 16:01

Marca-ს ინფორმაციით, უელსის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, გარეთ ბეილის შეძენა მიუნხენის "ბაიერნს" სურს, თუმცა, „სამეფო გუნდის“ შემტევმა ბუნდესლიგაში გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. 

როგორც ირკვევა, ბეილს „თეთრების“ დატოვების შემთხვევაში, პრემიერ ლიგაში დაბრუნება უნდა. 28 წლის ფრენკი ახალი მწვრთნელის მოლოდინშია, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბეილი, მადრიდელთა თავკაცზე იქნება დამოკიდებული. 

შეგახსენებთ, გარეთი მადრიდის "რეალში" 2013 წლიდან ირიცხება. 5 წლის განმავლობაში, ამ უკანასკნელმა 126 შეხვედრაში 70 გოლი გაიტანა. გეტყვით, რომ ბეილის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით