ოფიციალურად: "არსენალმა" "ბარსას" მთავარი დასაყრდენი წაართვა

11-06-2018, 18:15

ლონდონის "არსენალმა" კატალონიის "ბარსელონას" 15 წლის ტალანტი გაიფორმა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport იუწყება.

წყაროს ცნობით, მარცხენა მცველმა, ჟოელ ლოპესმა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა, ამის მიზეზი კი სწორედ ლონდონური კლუბი გახლავთ.

ჟოელს ესპანური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

შეგახსენებთ, რომ წარსულში "მეთოფეებმა" "ბარსას" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის სესკ ფაბრეგასი და ჰექტორ ბელერინიც "მოპარეს".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით