ქართული კლუბები ევროტურნირებზ მოხვედრის კარგი შანსი გაუჩნდათ

11-06-2018, 19:50

19 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარდება უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრები. საინტერესოა, რომ მიმდინარე წლიდან ევროტურნირებზე ცვლილებებია.

ამიერიდან, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავარდნილი გუნდი არა თუ ვარდება ევროთასებიდან, არამედ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს. ეს კი "ტორპედოს" შანსებს ერთი-ორად ზრდის.

გარდა ამისა, მომავალი სეზონიდან საკვალიფიკაციო ეტაპები სამწრიანი იქნება, შესაბამისად, "ტორპედოს" ჩემპიონთა ლიგაზე მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში ევროპა ლიგაზე ადგილი გარანტირებული ექნება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით