ესპანური პრესა: მადრიდის "რეალს" გუტი ჩაიბარებს

11-06-2018, 22:26

ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. ფრანგი სპეციალისტის შემცვლელზე კი საკმაოდ ბევრი იწერება.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან "სამეფო კლუბს" გუნდის ლეგენდა, ხოსე მარია გუტი გაწვრთნის.

წყაროს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა თავისი გეგმები უკვე ჩამოწერა, რომელშიც კრისტიანო რონალდო არ შედის. როგორც ცნობილია, დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში პორტუგალიელი ფეხბურთელი "რეალს" დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გუტი უკანასკნელად მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ კლუბს წვრთნიდა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით