ყველაფერი დასრულდა, რონალდომ მომავალი გუნდი აირჩია

11-06-2018, 22:28

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდგომ არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ კრისტიანო რონალდომ შესაძლოა მადრიდის "რეალი" დატოვოს.

ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი პორტუგალიელმა უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ეპანეთის დედაქალაქი დატოვოს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბმა" რონალდოს წელიწადში 25 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა, თუმცა 33 წლის ფეხბურთელმა კლუბი უარით გაისტუმრა.

როგორც ცნობილია, რონალდოს წელიწადში 30 მილიონი ევრო სურს. შესაბამისად, იგი მზადაა მანჩესტერ "იუნაიტედისა" და "პსჟს" შემოთავაზებებს მოუსმინოს და ამ ორიდან ერთ-ერთში გააგრძელოს კარიერა.


  • giorgi18
  • 11 ივნისი 2018 22:36
ჩაო კაკაო პენალდო laughing

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით