ძაძას აგენტი: "იტალიაში დაბრუნება გვინდა" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ძაძას აგენტი: "იტალიაში დაბრუნება გვინდა"

11-06-2018, 21:21

აპენინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" თავდასხმის ხაზის გაძლიერების ერთ-ერთ კანდიდატად იტალიელ ფორვარდ სიმონე ძაძაც მოიაზრებს და მასთან უკვე ფარულ მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

გავრცელებულ ცნობებს ფეხბურთელის მამა და ამასთანავე მისი აგენტი გამოეხმაურა და მოლაპარაკებები უარყო, თუმცა აპენინზე დაბრუნების სურვილი არ დამალა.

"მილანიდან" არავინ დამკავშირებია, თუმცა ინტერესის შესახებ შევიტყვე. თუ კარგი წინადადებას მივიღებთ, იტალიაში დაბრუნების შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. ჩემს შვილს ძალიან უნდა, რომ სერია ა-ში ისევ ითამაშოს", -ამბობს აგენტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით