"ბაიერნი" ლევანდოვსკის შემცვლელს იმატებს

11-06-2018, 23:04

დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნს" პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს. კლუბი კი მის შემცვლელზე უკვე დაფიქრდა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" თვალი ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელს, გონსალო იგუაინს დაადგა.

წყაროს ცნობით, მიუნხენელები მუნდიალის შემდგომ მოლაპარაკებებს დაიწყებენ არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე. როგორც ცნობილია, "ბაიერნი" მზადაა მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის შეძენით მადრიდის "რეალი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" არიან დაინტერესებული.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით