ალისონი გაურკვევლობაშია. აგენტი დუმს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ალისონი გაურკვევლობაშია. აგენტი დუმს

12-06-2018, 11:01

ბრაზილიის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "რომას" მეკარემ, ალისონ ბეკერმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სურს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მისი მომავლის შესახებ, ყველაფერი გაირკვეს.
 
"ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ჩემი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატამდე გაირკვევა. ჯერჯერობით, არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. უჯობესია, ამ კითხვით ჩემს აგენტს მიმართოთ. არსებობს რამდენიმე ვარიანტი და ვნახოთ, რა მოხდება," – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა. 

შეგახსენებთ, ალისონის შეძენა "ლივერპულსა" და "ჩელსის" სურთ, თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთ მხარეს გაუკეთებია კომენტარი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით