პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" ახალი კონტრაქტი დადო

12-06-2018, 12:01

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "სარაგოსას" ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. წყაროს ცნობით, 22 წლის "ჯვაროსანი" ამჟამინდელ გუნდთან 2022 წლამდე დარჩება. 

ადგილობრივი მედია ჩვენებურზე წერს: 

"დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ გასულ სეზონში "სარაგოსას" ერთ-ერთი აღმოჩენა გიორგი პაპუნაშვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რთული ადაპტაციის პერიოდი გაიარა ლა ლიგა 2-ში, საკუთარი თავი მაინც იპოვა. გიორგი 22 წლისაა და მას დიდი მომავალი აქვს", – წერს გამოცემა Eldesmarque.com-ი.

"პაპუნაშვილმა ლა ლიგა 2-ში თავი დაიმკვიდრა და ყველა ხედავს, რომ "სარაგოსას" ლიდერია. ფაქტია, მან დაიმსახურა ახალი კონტრაქტი. აღსანიშნავია, რომ გიორგის გამოსყიდვა გუნდებს 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ", – წერს Zaragoza.eldesmarque.com-ი.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილი სარაგოსაში გასულ წელს გადავიდა და 28 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით