ძამბროტა: "გატუზომ ის არ უნდა გაყიდოს"

12-06-2018, 15:31

"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ზამბროტამ ჯენარო გატუზო პირველი სეზონი და მისი გუნდის თითოეული რგოლი შეაფასა.

"რინომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, გუნდი ფიზიკურად და მენტალურად ფეხზე დააყენა. სეზონის ბოლოს ფეხბურთელებს ცოტა დაღლა შეეტყოთ, რადგან გატუზო მათგან მაქსიმალურს ითხოვს - ეს ფაქტი მისასალმებელია. მიუხედავად წარმოქმნილი სიტუაციისა, ჯენარომ საქმეს კარგად გაართვა თავი".

"ბონუჩი და რომანიოლის ძალიან კარგი ტანდემი აქვთ. შეტევაში კალაბრია უფრო პროდუქტიული მეჩვენება ვიდრე როდრიგესი, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული".

"ბილია, როგორც თვითონ არაერთხელ აღუნიშნავს პირლოს არ ჰგავს, თუმცა ის დინჯი და მიზანდასახული ფეხბურთელია, რომელსაც ზუგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს".

"ჩემი გადმოსახედიდან, ნახევარდაცვა საკმაოდ ძლიერად გამოიყურება, რომელიც ბილიას, ჩალჰანოღლუს, სუსოს, კესის და ბონავენტურასგან შედგება. ცენტრში როტაციისთვის რამდენიმე ახალ ფეხბურთელს დავამატებდი".

"რაც შეეხება შეტევას, კუტრონეს შენარჩუნება უდიდესი კაპიტალი იქნება. დარწმუნებული ვარ პატრი დიდი თავდამსხმელი დადგება! ასევე შევინარჩუნებდი ანდრე სილვას, რომელიც უცხო ჩემპიონატში საკმაოდ პატარა ასაკში აღმოჩნდა. თუ მოხერხდება, უნდა გაიყიდოს ნიკოლა კალინიჩი და მის ადგილას უფრო მაღალი კლასის ფორვარდი მოვიდეს", - ამბობს ძამბროტას.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით