დემბელეს ტრანსფერზე მუშაობა იტალიურმა გრანდმა დაიწყო » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

დემბელეს ტრანსფერზე მუშაობა იტალიურმა გრანდმა დაიწყო

12-06-2018, 16:47

ცნობილი აპენინური გამოცემა "Tuttosport"-ის ინფორმაციით, "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კლუბის ხელმძღვანელებს მუსა დემბელეს ტრანსფერზე მუშაობის დაწყება თხოვა.

როგორც ცნობილი გახდა, ტურინელები "ტოტენჰემის" ნახევარმცველის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და ტრანსფერის შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს.

ჯერჯერობით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სავარაუდოა, რომ ბელგიელს "იუვეში" გადასვლის შესაძლებლობა დააინტერესებს.

30 წლის ფეხბურთელი ლონდონური კლუბის რიგებში 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 39 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლის ან საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით