ბოლო ცნობები გურამ კაშიას ტრანსფერთან დაკავშირებით » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ბოლო ცნობები გურამ კაშიას ტრანსფერთან დაკავშირებით

12-06-2018, 16:22

როგორც რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჰოლანდიური "ვიტესის" მცველი გურამ კაშია ამერიკის ჩემპიონატში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

"სან ხოსესთან" მიმდინრე მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა. ამ ინფორმაციას "Quakes Epicenter"-ის რედაქტორი ჟოელ სორია "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს. 

სორია წერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და კონტრაქტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გააფორმდება. 

შეგახსენებთ, "სან ხოსეს" ღირსებას ვაკო ყაზაიშვილი იცავს. რაც შეეხება კაშიას, ის ერედივიზიონში 2010 წლიდან ასპარეზობს და ამ დროის მანძილზე 245 მატჩი ჩაატარა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი "ვიტესის" პირველი კაპიტანი გახდა, რომელმაც კლუბთან ერთად ტიტული მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით