ოფიციალურად: "რომამ" კლუივერტი გაიფორმა

12-06-2018, 13:11

იტლიური "რომა" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრზობს. "ჯალაროსიმ" დღეს უკვე მე-3 ტრანსფერი განახორციელა და "აიაქსიდან" ჯასტინ კლუივერტი გადმოიბირა.

ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის ვაჟის სანაცვლოდ ამსტერდამელებმა "რომას" მესვეურებისგან 20 მილიონი ევრო მიიღეს. 

19 წლის ვინგერმა ჰოლანდიის ერედივიზიონის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, აქტივში კი 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ჯასტინი მოედანზე საშუალოდ 77 წუთს ატარებდა.

ცნობისთვის, "რომამ" კლუივერტამდე ჯერ "პორტოდან" ივან მარკანო,  შემდეგ კი "ბენფიკადან" ბრაიან კრისტანტემ შეიძინა. 




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით