ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა

12-06-2018, 22:42

არგენტინის ნაკრების წამყვანმა ფეხბურთელებმა, ლეო მესის თაოსნობით, გუნდის უკანასკნელი ვარჯიში გამოტოვეს, რამაც პრესაში კითხვის ნიშნები გააჩინა.

არგენტინელთა მთავარ მწვრთნელს საკუთარი გადაწყვეტილება არ განუმარტავს, თუმცა ფეხბურთელების ვარჯიშზე არ გამოცხადების მიზეზად პრესა მათთვის დასვენების უფლების მიცემას თვლის.

მესისთან ერთად მოედანზე მარკოს როხო, ნიკოლას ოტამენდი, ნიკოლას ტალიაფიკო, ედუარდო სალვიო, ხავიერ მასკერანო, ლუკას ბილია და მაქსიმილიანო მესა არ იმყოფებოდნენ.

არგენტინის ნაკრები თავის პირველ თამაშს მსოფლიო ჩემპიონატზე 16 ივნისს ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით