ფერნანდო ტორესი "ლილში" გადასვლასთან ახლოსაა

13-06-2018, 10:02

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი, ფერნანდო ტორესი, შესაძლოა საფრანგეთში გადაბარგდეს. ესპანელი თავდამსხმელის შეძენის სურვილს "ლილი" გამოთქვამს. 

როგორც ირკვევა, ივნისის ბოლოს, 34 წლის, ტორესი თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ კლუბს მისი დამატება ზედმეტი ხარჯების გარეშე შეეძლება. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ „ფურია როხას“ ყოფილი შემტევი იაპონიაში აბირებს საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას. 

შეგახსენებთ, რომ ტორესი წლებია „როხიბლანკოს“ ღირსებას იცავს. სიმეონეს ფორმაციის "ატლეტიკოში" 2016 წელს დაბრუნდა და 2 წლის განმავლობაში 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით