"იუვენტუსი" რუს ფეხბურთელს ყიდულობს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"იუვენტუსი" რუს ფეხბურთელს ყიდულობს

13-06-2018, 11:01

"Corriere Dello Sport"-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "იუვენტუსი", მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რუსეთის ნაკრებისა და "ცსკა"-ს ფეხბურთელს, ალექსანდრ გოლოვინს, დაიმატებს. 

როგორც იკვევა, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელები უკვე შეუთანხმდნენ 22 წლის ფეხბურთელს და მის სანაცვლოდ, 20 მილიონ ევროს გადაიხდიან. გეტყვით, რომ რუსები ახალგაზრდა ტალანტისთვის 25 მილიონს ითხოვენ, თუმცა, აპენინელები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. 

შეგახსენებთ, ალექსანდრ გოლოვინმა გასულ სეზონში 27 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით