მაროტა: "იგუაინის გასხვისება ჩვენს გეგმებში არ შედის"

13-06-2018, 12:56

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ აპენინურ მედიასთან კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და გავრცელებული რამდენიმე ჭორიც უარყო.

"იგუაინი? მის გაყიდვას არ ვგეგმავთ. გონსალო ჩვენთან თავს კარგად გრძნობს და ვფიქრობ, წასვლა არც მის გეგმებშია. ჩვენ არგენტინელთან არსებულ კონტრაქტს პატივს ვცემთ".

"კანსელო? საინტერესო ვარიანტია, ამ მომენტში ჩვენ მსგავს ფეხბურთელს ვეძებთ, თუმცა წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, არ შემიძლია".

"იკარდი? იგი ჩინებული ფორვარდია, თუმცა არგენტინელი "ინტერის" საკუთრებაა. ამბები, რომ თითქოს იგი "იუვენტუსში" გადმოდის, ჟურნალისტების მორიგი ჭორია", - ამბობს მაროტა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით