ბადელის აგენტი: "არჩევანი ორ იტალიურ გრანდს შორის უნდა გავაკეთოთ"

13-06-2018, 14:17

"ფიორენტინს" ნახევარმცველის, მილან ბადელის აგენტი სეფეთ ბალკანი აპენინურ მედიას თავისი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით ესაუბრა და მილანურ გრანდებთან მოლაპარაკებები დაადასტურა ადასტურა.

"ბადელმა ოჯახური მიზეზების გამო გადაწყვიტა, იტალიაში დარჩეს. თურქული ვარიანტები? მინდა დაგიდასტუროთ, რომ ხორვატი არც ერთ თურქულ კლუბში არ ითამაშებს, რადგან იგი კარიერას ქალაქ მილანში გააგრძელებს. ბადელის შემდეგი გაჩერება - "მილანი" ან "ინტერი" იქნება", - ამბობს ბალკანი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერი" ბადელს ხელფასის სახით 2,5 მილიონ ევროს სთავაზობს, ფეხბურთელის სანაცვლოდ კი არაფერს გადაიხდის, რადგან ის ფლორენციიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით აიბარგებს. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით