ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრები იერომ ჩაიბარა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრები იერომ ჩაიბარა

13-06-2018, 16:26

13 ივნისს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ფურია როხას" მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი თანამდებიბიდან გაანთავისუფლა. წყაროს ცნობით, აღნიშნული ფაქტის მიზეზი, მადრიდის "რეალთან" დადებული კონტრაქტია, რომლის მიხედვითაც ხულენი „სამეფო კლუბს“ 3 წლის განმავლობაში უთავკაცებს. 

როგორც ირკვევა, „ფურია როხას“ მთავარი მწვრთნელი ფერნანდო იერო იქნება. აღსანიშნავია, რომ იერო 2014-2015 წლებში მადრიდის რეალში მუშაობდა. „თეთრების“ რიგების დატოვების შემდეგ, ოვიედოს თავკაცობდა და ბოლოს ესპანეთის ეროვნულ გუნდში მოღვაწეობდა. 

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 2018 წლის 14 ივნისს იწყება და „ფურია როხა“ პირველ ტურში  პორტუგალიას დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით