"ნაპოლი" ჰაკიმს იმატებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ნაპოლი" ჰაკიმს იმატებს

13-06-2018, 22:53

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "ნაპოლი" სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველის, აჩრაფ ჰაკიმის დამატებით.

წყაროს ცნობით, იტალიელი სკაუტები რუსეთში ჩაფრენას აპირებენ, რათა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას აქტიურად დააკვირდნენ მაროკოელ ფეხბურთელს.

როგორც ცნობილია, ნეაპოლელები 19 წლის მცველის სანაცვლოდ 18 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. აღნიშნულ შეთავაზებაზე კი როგორც კლუბი, ასევე ფეხბურთელიც თანახმაა.

შეგახსენებთ, რომ აჩრაფი "რეალის" აღზრდილია და ის ძირითად გუნდს გასულ წელს შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით