მბაპე სრულად გამოჯანმრთელდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მბაპე სრულად გამოჯანმრთელდა

13-06-2018, 22:59

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, კილიან მბაპემ საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო და არსებობდა საშიშროება იმისა, რომ მუნდიალი გამოეტოვებინა. თუმცა, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, 19 წლის თავდამსხმელმა ტრავმა უკვე სრულიად მოიშუშა და 100%-ით მზად არის შაბათს ავსტრალიის წინააღმდეგ სათამაშოდ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფში ავსტრალიის გარდა ასევე დანიისა და პერუს ნაკრებები ჰყავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით