ალეგრი:"ამიტომაც არ წავედი რეალში"

14-06-2018, 00:31

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ მედიასთან აღიარა, რომ "რეალის" ხელმძღვანელობასთან კონტაქტი ჰქონდა "თეთრების" გაწვრთნასთან დაკავშირებით, თუმცა მან უარით გაისტუმრა.

"ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. მიხარია, რომ ასეთი კლუბის გაწვრთნა შემომთავაზეს, თუმცა...".

"თუმცა მე "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ანიელების ოჯახს დავპირდი, რომ დავრჩებოდი და ასეც  მოვიქცევი. "იუვეც" არვიზე ნაკლები გუნდია. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. აი რატომ ვუთხარი "რეალს" უარი", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ალეგრი ახლოს იყო "ბიანკონერის" დატოვებასთან, თუმცა ურთიერთობა დალაგდა და ტურინულ გრანდში დარჩენა გადაწვიტა, "სამეფო კლუბი" კი ესპანელმა სპეცალისტმა ხულიენ ლოპეტეგმა ჩაიბარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით