5 ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ჰგავს ცნობილ პოლიტიკოსს

14-06-2018, 11:34

ალბათ ბევრს გინახავთ ისეთი ცნობილი ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ამა თუ იმ ცნობილ ფეხბურთელს. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ იმ 5 ფეხბურთელს, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს რომელიმე ცნობილ პოლიტიკოსს.

5. პეტრო პოროშენკო და მირონ მარკევიჩი
უკრაინელი ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც სახელი ძირითადად სამწვრთნელო კარიერით გაითქვა. მარკევიჩი ერთ დროს უკრაინის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, ამჟამად კი უგუნდოდაა. ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ ის ძალიან ჰგავს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. ამის დასტურად კი ერთი ფოტოც საკმარისია.

4. ოლივერ კანი და ოლეგ ცარევი
ლეგენდარული გერმანელი მეკარე, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო რაც კი შეიძლებოდა. "ტიტანი" საკმაოდ ათლეტური და დიდი აღნაგობისაა, ამიტომ რთულია მისი მსგავსი ადამიანის მონახვა. მაგრამ თუ დავუკვირდებით რუს ბიზნესმენსა და პოლიტიკოს ოლეგ ცარევს შევამჩნევთ, რომ ხსენებულ ორ პიროვნებას შორის საკმაოდ დიდი ფიზიკური მსგავსებაა.

3. ლოთარ მათეუსი და კარლ გუტენბერგი
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ყველა ტიტული აქვს მოპოვებული. მათეუსი თავისი მუდამ მომღიმარი სახით ალბათ ყველასგან გამოირჩევა, მაგრამ არის ერთი პოლიტიკოსი, რომელიც მას ძალიან ჰგავს. ეს გახლავთ მისივე თანამემამულე კარ გუტენბერგი, რომელიც გერმანიის სამინისტროში მუშაობს.

2. მესუთ იოზილი და ირაკლი ღარიბაშვილი

ალბათ ბევრი არ დაკვირვებიხართ, თუმცა საკმაოდ შესამჩნევია, თუ როგორ გვანან საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ლონდონის "არსენალის" გამთამაშებელი მესუთ იოზილი. შეიძლება ითქას, რომ მათი თვალები და ცხვირი პრაქტიკულად ერთნაირია. ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ მოულოდნელი და საინტერესო მსგავსებაა.
1. იოსებ სტალინი და სერხიო რამოსი
მსგავსება, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ერთი-ერთშია. ერთი შეხედვაც საკმარისია რომ სსრკ-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისა და ესპანელი ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის მსგავსება დავინახოთ. ორ პიროვნებას შორის ასეთი დიდი მსგავსება მართლაც რომ ძალიან იშვიათია ისტორიაში. ვინ იცის, იქნებ საერთო წინაპარიც კი ჰყავდათ ამ ორს...

სანდრო ჭიღლაძე, სპეციალურად FOOTBALLNEWS-ისთვის


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით