რუმინეგე: "ბოატენგს წასვლა სურს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

რუმინეგე: "ბოატენგს წასვლა სურს"

14-06-2018, 14:50

Bild-ის ინფორმაციით, ჟერომ ბოატენგს მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება სურს. ამის შესახებ, კლუბის პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმინეგემ ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანელთა მცველის წასვლის შესახებ ინფორმირებული არის. 

"ვესაუბრეთ ჟერომის აგენტს და გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს და სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. თუ ის მოვა და გვეტყვის, რომ კლუბიდან წასვლა სურს, ჩვენ განვიხილავთ საკითხს. ვიცი, რომ არის ვარიანტები, თუმცა ჯერ ჟერომს 100%-ით გადაწყვეტილი არა აქვს", - განაცხადა რუმინეგემ. 

შეგახსენებთ, რომ ჟერომ ბოატენგი "რეკორდმაისტერთა" რიგებში 2011 წლიდან ასპარეზობს და 156 შეხვედრაში 5 გოლის გატანა შეძლო. 

ცნობისთვის, ბოატენგის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედის", "ბარსელონასა" და "რეალის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით