ტერ-შტეგენმა "ბარსას" ესპანელის ყიდვა ურჩია

14-06-2018, 14:55

"ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იმ ფეხბურთელთა სიას შეუერთდა, რომლებსაც ტიაგო ალკანატარას "ბარსაში" დაბრუნება სურთ. 

გერმანელი გოლკიპერი მიიჩნევს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, რომელიც წარსულში "ბლაუგრანას" ღირსებას იცავდა, შესანიშნავი შენაძენი იქნება კატალონიური გრანდისთვის.

"მსურს, ტიაგო "ბარსაში" ვიხილო. მისი სათამაშო სტილი ჩვენსას შეესაბამება. ჩვენი აზრით, ის საინტერესო მოთამაშეა. თუ ტრანსფერი შედგა, ეს ბრწყინვალე იქნება, როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის" – ციტირებს შტეგენის სიტყვებს Sport Bild-ი.

შეგახსენებთ, Transfermarkt-ის ინფორმაციით, ესპანელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით