კაშია ფანებს გამოემშვიდობა

14-06-2018, 20:59

მოგეხსენებათ, არნემის "ვიტესის" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას "სან ხოსეში" გააგრძელებს.

ქართველმა ლეგიონერმა ჰოლანდიელ ფანებს სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა.

"მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღარ ვარ "ვიტესის" წევრი, ეს გუნდი მუდამ ჩემი ნაწილი იქნება. მადლობა არნემელებს იმისთვის რომ გავხდი ის, რაც ახლა ვარ. დამშვიდობება ჩემი გეგმების ნაწილი არასოდეს ყოფილა, თუმცა ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაიმე კარგზე უარი უნდა თქვა."

"იმედი მაქვს, რომ გამიგებთ. მე მსურს ახალი გამოცდილების მიღება. თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით და ეს არასდროს შეიცვლება, იმიტომ, რომ თქვენ ბრწყინვალე ადამიანები ხართ."

"ასევე მადლობას ვუხდი კლუბის თანამშრომლებს, მომენატრებით. თქვენს გარეშე ვერაფერს მივაღწევდი."

"და რაც ყველაზე მთავარია, დიდი მადლობა "ვიტესის" ქომაგებს. შეუძლებელია სამაგიეროს გადახდა იმისთვის, რაც თქვენ ბოლო 8 წლის განმავლობაში გამიკეთეთ. მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოს რომელ კუთხეში ვიქნები, მუდამ თქვენი მადლობელი დავრჩები." - წერს გურამი თავის ოფიციალურ ფეისბუქზე.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით