პერესი: "შეთანხმებას მალევე მივაღწიეთ"

14-06-2018, 22:01

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კლუბის ახალ მწვრთნელ ხუენ ლოპეტეგიზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მსოფლიოს ჩემპიონატამდე მისი დანიშვნა ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ამით ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან ავიცილეთ."

"შეთანხმებას მალევე, რამდენიმე საათში მივაღწიეთ. ამით კი საგაზეთო ჭორები ავირიდეთ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება კი უსამართლოა."

"თუმცა, ახლა უკვე ვეღარაფერს შევცვლით. ჩვენ მოვიყვანეთ ადამიანი, რომელიც სავსეა ოცნებებით და გვჯერა, რომ ის ჩვენს ოცნებებსაც აასრულებს. ვფიქრობ, ხუანი კლუბს დიდ წარმატებას მოუტანს." - აცხადებს პერესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით