გრიზმანმა "ატლეტიკოში" დარჩენა დაადასტურა

17-06-2018, 17:14

გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კატალონიის "ბარსელონას" კოვზი ნაცარში კვლავ ჩაუარდა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი შემტევის, ანტუან გრიზმანის შეძენა კვლავ ვერ შეძლო.

16 ივნისს ახალგაზრდა ფრანგმა თავის "Twitter"-ზე "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გადაღებული ვიდეო დადო და მას მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი სათაური დაურთო:

"ჩემი გულშემატკივრები, ჩემი გუნდი, ჩემი სახლი".

ესპანური მედიის ცნობით, ანტუანი მადრიდის "ატლეტიკოში" შეთავაზებული ხელფასის გამო დარჩა, რომელიც წელიწადში 25 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "როხიბლანკოსთან" ტრანსფერის გახანგრძლივების შემდეგ ფრანგის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იქნება.



  • messi10
  • 17 ივნისი 2018 17:26
იმედი მქონდა გადმოხვიდოდი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით