ანანიძე:"ივლისის ბოლოს დავბრუნდები"

17-06-2018, 17:22

როგორც ყველასთვის ცნობილია, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი ჯანო ანანიძე სერიოზული ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

რა თქმა უნდა, ჩვენებურის მუდმივად ლაზარეთში ხილვა დიდ ეჭვებსა და კითხვებს აჩენს. ამ კითხვებზე საპასუხოდ მოსკოვური გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჯანოს მოკლე ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ქართველი თავის ტრავმის დეტალებსა და დაბრუნების დროზე საუბრობს.

"ამ ხნის განმავლობაში ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობა არ შემიწყვეტია. რაც ტრავმა მივიღე ვცდილობ სულ ვივარჯიშო და მუდმივ ფორმაში ვიყო, რადგანაც ოპტიმალურ მდგომარეობაში დავუბრუდნე მოედანს".

"ჩემი მომავალი? რამდენიმე დღის წინ ექიმს ვესაუბრე და სავარაუდოდ ივლისის ბოლოს დავბრუნდები. ხშირი დაზიანებები ჩემთვის ძალიან დამღლელია. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ტრავმები ჩემს კარიერულ წინსვლას ხელს უშლის და აფერხებს", - წერს დედაქალაქური გუნდი.



  • messi10
  • 17 ივნისი 2018 17:23
jjano dagvibrundi jigaro

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით