"რომა" სილესენში 30 მილიონს იხდის

17-06-2018, 21:38

იტალიური "რომა", რომ ახალი მეკარის ძიებაშია, ეს ამბავი არავისთვისაა ახალი. დღეს კი აპენინის ნახევარკუნძულელების რადარზე კიდევ ერთი ნიჭიერი და საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა.

გავლენიანი "La Gazzeta dello Sport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "მგლები" 29 წლის ალისონის წასვლის შემთხვევაში ჰოლანდიელ მეკარეზე მაქსიმალურად გადაერთვებიან.

როგორც ცნობილი გახდა, იტალიელები 29 წლის კიპერის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ იასპერი კატალონიურ გრანდში 2016 წელს ამსტერდამული "აიაქსიდან" გადავიდა.



  • messi10
  • 17 ივნისი 2018 21:42
dzaan klasni igrokia arada

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით