რენატო სანჩესი შესაძლოა "მილანში" ვიხილოთ

18-06-2018, 15:41

"Bild"-ის ინფორმაციით, "მილანი" პორტუგალიელი, რენატო სანჩესის, გადაბირებას, ზაფხულში, შეეცდება. როგორც იკრვევა, "ბაიერნის" ფეხბურთელი, რომელიც "სვონსიშია" განათხოვრებული "რეკორდმაისტერთა" რიგებს დაუბრუნდება, თუმცა გერმანული გრანდის მესვეურები დიდი კონკურენციის გამო სანჩესს კვლავ სხვა კლუბში გაუშვებენ. 

გეტყვით, რომ ფეხბურთელის შეძენისთვის ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ და საქმეში აგენტი ჯორჯ მენდეზი ჩაერთო. "შავ-წითლები" ზღვისპირელის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდიან. 

შეგახსენებთ, სანჩესი პრემიერლიგაში 2017 წელს გადაბარგდა და 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით