სრული კატასტროფა ბრაზილიის ნაკრებისთვის

18-06-2018, 17:57

გავლენიანი უცხოური გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარ ჟუნიორმა შვეიცარიასთან მატჩში ტრავმა მიიღო.

ზემოთხსენებული შეხვედრა გუშინ, 17 ივნისს გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გუშინდელ შეხვედრაში ნეიმარმა მოედანი კოჭლობით დატოვა. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ბრაზილიელთა 10-იანი კოსტა-რიკასთან 22 ივნისს გასამართ მატჩში მონაწილეობას.

ასე და ამგვარად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ფანებს ლოდინის მეტი არაფერი დარჩენიათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით