მანჩინი: "იტალიის ნაკრებს მეკარის პრობლემა არ აქვს"

18-06-2018, 19:36

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ჯიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა. აპენინელი სპეციალისტის თქმით, ნაკრების კარი ვეტერანი მეკარისთვის კვლავ ღიაა და დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია. 

"იტალიის ნაკრებს მეკარის პრობლემა არა აქვს. პერინი და დონარუმა მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერები არიან. ფაქტია, რომ გამოცდილების მხრივ ცოტას მოიკოჭლებენ და გამომდინარე აქედან ბუფონის ეროვნულ გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ და ჯიჯისთვის ნაკრების კარი მუდამ ღია იქნება",  განაცხადა მანჩინიმ. 

შეგახსენებთ, ჯიჯიმ "იუვენტუსში" 17-წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა. უცხოური მედია იუწყება, რომ 40 წლის მეკარე "პსჟ"-ს სურს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მხარე კომენტარს არ აკეთებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით