ბოატენგი მსოფლიოს შემდეგ კლუბს დატოვებს

19-06-2018, 12:31

Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი, ჟერომ ბოატენგი, შესაძლოა, იტალიაში გადაბარგდეს. წყაროს ცნობით, "ბუნდესნაკრების" მცველის შეძენა "იუვენტუსს" სურს. 

მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ჟერომს "რეკორდმაისტერთა" რიგებში დარჩენა არ სურს, რადგან შესაძლებლობები ბოლომდე ამოწურა. როგორც ირკვევა, "ბებერი ქალბატონი" 30 მილიონ ევროს იხდის. 

შეგახსენებთ, ბოატენგი ეროვნულ გუნდთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და პირველ ტურში, მექსიკის ნაკრებთან სენსაციური მარცხი განიცადა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით