ოფიციალურად: გრიზმანმა "ატლეტიკოსთან" გაახანგრძლივა

19-06-2018, 16:03

რამდენიმე საათის წინ, მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა ნახევარმცველმა, ანტუან გრიზმანმა "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც ცნობილი გახდა, 27 წლის ანტუანმა მადრიდულ გრანდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი "ატლეტიკოში" 2023 წლამდე დარჩება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად გრიზმანის ხელფასი "ინდიელებში" საგრძნობლად გაიზრდება და წელიწადში 28-30 მილიონ ევროს მიაღწევს.

ცნობისთვის, "მამლების" ერთ-ერთი ლიდერი "ატლეტიკოში" 2014 წელს "სოსიედადიდან" გადავიდა.



  • messi10
  • 19 ივნისი 2018 16:06
barsashi mindodi grizm

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით