კვერკველია:"ჩემი მენეჯერი "ლესტერთან" მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს"

19-06-2018, 16:21

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა, საბა კვერკველიამ პირველი არხის ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში თავის მომავალზე ისაუბრა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

"არის საუბრები "ლესტერთან" დაკავშირებით. ჩემი მენეჯერი ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და პასუხსაც ძალიან მალე გეტყვით".

"ვფიქრობ, რამდენიმე დღეში უკვე მექნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა საბამ.

ცნობისთვის, ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "მელიების" მესვეურები მზად არიან 26 წლის ჩვენებურში 17 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ლესტერის" გარდა ქართველი მცველით "ვესტ ბრომვიჩიც" არის დაინტერესებული.



  • messi10
  • 19 ივნისი 2018 16:25
დზაან გასახარი ინფორმაციაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით