ოფიციალურად: კაშია "სან ხოსეს" ფეხბურთელია

19-06-2018, 16:54

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, გურამ კაშია არნემული "ვიტესიდან" ამერიკის MLS-ში, კერძოდ კი "სან ხოსეში" გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

როგორც იცით, "სან ხოსეში" ჰოლანდიაში გამოწვრთნილი ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილიც ასპარეზეობს.

"დიდხანს ვეძებდით ისეთ მოთამაშეს, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა. საბოლოოდ არჩევანი გურამზე შევაჩერეთ და ვფიქრობ, რომ ქართველის დამატებით საგრძნობლად გავძლიერდებით", - განაცხადა ამერიკული კლუბის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გურამი "ვიტესში" 2010 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ქართველი ჰოლანდიელთა საყვარელ კაპიტნად და მისაბაძ ფეხბურთელად იქცა.



  • messi10
  • 19 ივნისი 2018 16:59
kasho dzaan klasni fexburtelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით