ოფიციალურად: ლემარი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

19-06-2018, 19:30

რამდენიმე საათის წინ, ფრანგული "მონაკოდან" ტომას ლემარი ესპანეთის პრიმერადივიზიონში, კერძოდ კი მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგდა. ამ ინფორმაციას გავლენიანი "Marca" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მადრიდელებს ლემარის ტრანსფერი არც მეტი არც ნაკლები 80 მილიონი ევრო დაუჯდათ. კულუარებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ტომასის ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გარიგების სხვა ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ცნობისთვის, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი "მონაკოში" 2015 წელს "კაენიდან" გადავიდა.



  • messi10
  • 19 ივნისი 2018 20:40
lemari teslia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით