• 14-08-2023
    გაუმჯობესებული პირობები - როგორ კონტრაქტს გააფორმებს ოსიმენი "ნაპოლისთან"
    გაუმჯობესებული პირობები - როგორ კონტრაქტს გააფორმებს ოსიმენი "ნაპოლისთან"

    იტალიური გამოცემა "Il Mattino" იუწყება, რომ ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

    წყაროს ცნობით, მხარეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ნიგერიელის ხელფასი მკვეთრად გაიზრდება.

    კერძოდ, თუ გამოცემას დავუჯერებთ, 24 წლის შემტევი კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი ხელფასი 12 მილიონი ევრო გახდება.

    აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ვიქტორის წლიური ანაზღაურება 6 მილიონ ევროს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ეს ციფრი გაორმაგდება.

    შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ოსიმენმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა და 26 გოლით სერია ა-ს ბომბარდირი გახდა.

    Facebook კომენტარები