"რეალმა" მახარაძის თანაგუნდელი შეიძინა

20-06-2018, 10:10

"Marca"-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" 19 წლის უკრაინელი მეკარე, ანდრეი ლუნინი, შეიძინა. როგორც ირკვევა, "ზორიას" კიპერმა კლუბი უკვე დატოვა და ესპანელებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

აღსანიშნავია, რომ ლუნინის შეძენასთან ყველაზე ახლოს "ნაპოლი" იყო, თუმცა ბოლო წამს საქმეში პერესი ჩაერთო 14 მილიონი გადაიხადა და „სამეფო კლუბის“ ბანაკს ახალი ფეხბურთელი შესძინა. 

შეგახსენებთ, რომ "ზორიაში" ლუნინთან ერთად საქართველოს ნაკრების მეკარე, ზაურ მახარაძე, ირიცხებოდა. უკრაინული მედიის თქმით, ჩვენებური გუნდის პირველ მეკარედ განიხილება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით