ოქრიაშვილის მკურნალობის პროცესი დასრულდა

21-06-2018, 10:37

საქართველოს ნაკრებისა და რუსული "კრასნოდარის" ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა. ქართველი ლეგიონერის გუნდის ინფორმაციით, ოქრიაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. 

გეტყვით, ჩვენებურმა ორი მძიმე ტრავმა გადაიტანა. საგულისხმოა, რომ „ჯვაროსანთა“ წარმომადგენელს გასული წლის 29 სექტემბრის შემდეგ, არ უთამაშია. შეგახსენებთ, თორნიკემ ტრავმის მიღებამდე 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 

ქართველი გულშემატკივრების გასახარად მინდა ავღნიშნო, რომ ოქრი "ერთა ლიგის" მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სექტემბერში დაიწყება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით