მოურინიომ ბეილი გადაიფიქრა და რეალის სხვა ვარსკვლავი სურს

21-06-2018, 12:37

"Marca"-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის", პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, მადირიდის "რეალის" ახალაგაზრდა ტალანტის, მარკო ასენსიოს შეძენას გეგმავს. 

წყაროს, ცნობით, 22 წლის შემტევი ფიქრობს, რომ კლუბში ახალი მწვრთნელის, ხულიან ლოპეტეგის, მოსვლის შემდეგ, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ყოფნა. როგორც ირკვევა, ლოპეტეგი ესპანელს დიდად არ ენდობა. 

ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ჟოზეს გარეთ ბეილი სურდა, თუმცა, უელსელმა ზიდანის წასვლის შემდეგ, "სამეფო კლუბში" დარჩენა არჩია. უარით გასტუმრებულმა "წითელი ეშმაკების" თავკაცმა ბრიტანელის ნაცვლად, ამჯერად, მარკო ასენსიო ისურვა. 

შეგახსენებთ, ასენსიომ გასულ სეზონში 53 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით