მესი: "ბევრი რამ შესაცვლელი გვაქვს"

22-06-2018, 00:22

მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ცუდი სტარტი ხორვატიასთან გაგრძელდა - "ალბისელესტემ" ხორვატებთან ვერაფერი გააწყვეს და ანგარიშით 0-3 განადგურდნენ.

მატჩში და მის შემდეგ ყველაზე დიდ ინტერესს სამხრეთ ამერიკელთა ლიდერი ლიონელ მესი იმსახურებდა, რომელისგანაც ყველა მეტს მოელოდა, თუმცა ჯერჯერობით მისგან საგოლე გადაცემაც კი ვერ ვიხილეთ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მესიმ ჟურნალისტებთან ბევრი არ ისაუბრა, თუმცა რამდენიმე სიტყვით ყველაფერი თქვა.

"ახლა მხოლოდ ერთის თქმა შემიძლი, მეტოქემ მოგება დაიმსახურა, ჩვენ კი შანსები ჯერ არ დაგვიკარგავს. ბოლო მატჩში აუცილებლად ვიბრძოლებთ იმ თამაშის საჩვენებლად, რისთვისაც აქ ვართ ჩამოსულები".

"მინდა ახლა აქედან გავიდე, და მომხდარი გავაანალიზო. თუმცა ფაქტია, რომ ბევრი რამ შესაცვლელი გვაქვს. გულშემატკივრებს კი ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით", - თქვა მესიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით