პერისიჩი:"რატომ ვერ გაიბრწყინა მესიმ? პასუხი მარტივია"

22-06-2018, 01:31

მილანის "ინტერის" ვინგერმა ივან პერისიჩმა არგენტინის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. განაცხადში არგენტინელი სპუერვარსკვლავი ლიონელ მესიც მოიხსენია.

"ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. მატჩის დაწყებამდე ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა და მაქსიმუმი უნდა გაგვეღო. ასეც მოხდა. შანსები პირველ ტაიმშიც გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში ანგარიშის გახსნამ საბოლოო შედეგზე დიდი ზეგავლენა იქონია".

"მესი დიდებული ფეხბურთელია. ის რონალდუსთნ ერთად საუკეთესოა. და მაინც რატომ ვერ გაიბრწყინა მან? პასუხი მარტივია, ჩვენ ვითამაშეთ როგორც ძლიერმა გუნდმა, ხოლო ლეო მარტო ვერ გაგვიმკლავდა".

"ორი მატჩი მოვიგეთ და 6 დამსახურებული ქულაც გვაქვს. ისლანდიასთანაც არ ვაპირებთ თამაშის დათმობას, თუმცა პლეი-ოფზეც ვფიქრობთ", - განაცხადა პერისიჩმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით